დილისკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება 
19-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მეტად ხალისიანი, მრავალფეროვანი და მათ სურვილებზე ორიენტირებული იყოს. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებები ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებისთვის მიძღვნილი ღონისძიება. 

ღონისძიება, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, გამართეს. ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილებმა ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს და ოვაციებიც დაიმსახურეს. 

წარმოდგენა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა, მოსწავლეთა ემოციურმა და გულწრფელმა სიტყვებმა. მათ დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს დიდი სიყვარულითა და პატიცივისცემით მიულოცეს ეს დღესასწაულები და ყოველივე საუკეთესო უსურვეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, შთაბეჭდილებებით სავსე და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203