ფოთის N7 სკოლის მოსწავლე ნინო ლიპარტიამ ჭადრაკში, დასავლეთ ზონის პირველ ლიგაზე პირველი ადგილი დაიკავა
19-03-2024
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ლიპარტიამ ჭადრაკში, დასავლეთ ზონის პირველ ლიგაზე წარმატებით იასპარეზა.
საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12-წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ჩემპიონატზე ნინომ, 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა და 7 შესაძლებლობიდან 7 გამარჯვება მოიპოვა.
ნინომ ინტელექტუალური უნარები გამოავლინა, მეტოქეებს ძლიერი კონკურენცია გაუწია და სასურველ შედეგსაც მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მოსწავლის მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა გახლავთ.
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.