„ცოდნა - უსაფრთხოებისთვის“ - შრომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი საინტერესო პროექტს ახორციელებს
19-03-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო კლუბი და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ინიციატივებს სთავაზობს.

ამჯერად, კლუბი - „ინოვატორები“, ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით - „ცოდნა - უსაფრთხოებისთვის“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი ეხება მოსახლეობაში საგანგებო სიტუაციებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ამ მიზნით, მოსწავლეები ამუშავებენ სხვადასხვა ინფორმაციას, თავდაპირველად, ჩაატარეს გამოკითხვა, რომელშიც სოფელ შრომის 300-მდე მცხოვრებელი მონაწილეობდა.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობაში ამ თემაზე ცნობიერება ძალიან დაბალია. მათ უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუწევია სხვისთვის პირველადი დახმარება ან ყოფილა საგანგებო სიტუაციაში, თუმცა სწორი ქცევის ზუსტი წესები ნაკლებმა იცის.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მოინახულებენ ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების ცენტრს. გარდა ამისა, გაივლიან ტრენინგს პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ და ბოლოს, მიღებულ ცოდნას საზოგადოებას გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203