„ვითამაშოთ არჩევნები“ - გურკელის საჯარო სკოლის მე-7 და მე-9 კლასელთა საინტერესო ერთობლივი პროექტი 
19-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მოქალაქეობრივ ვალდებულებებს აცნობენ და დემოკრატიულ ღირებულებებს ასწავლიან. 

ახლახან, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოქალაქეობაში განახორციელეს ერთობლივი პროექტი - „ვითამაშოთ არჩევნები“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ არჩევნებისა და თითოეული მოქალაქის როლი ქვეყნის პოლიტიკაში. მათ იმსჯელეს თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას.

პროექტის მიხედვით, ასევე მოეწყო საარჩევნო უბანი, სადაც ბავშვებმა იმიტირებული არჩევნებისათვის ფუნქციები გადაინაწილეს.

მათი ხელმძღვანელი ნ.მახათაძე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203