გურკელის საჯარო სკოლის ქართული ენის წრის მოსწავლეთა მორიგი საინტერესო შეხვედრა 
19-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლის დაწყებით კლასებში ქართული ენის წრის მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომლის თემა: „კლიმატის ცვლილება“ გახლდათ.

მოსწავლეებმა გაიხსენეს რა იციან ტექსტის ირგვლივ და გამოთქვეს ვარაუდები თუ რა იწვევს კლიმატის ცვლილებას. ტექსტის წაკითხვის შემდეგ კი გაიაზრეს გლობალური პრობლემები და მათი მოგვარების გზები.

ამ დღეს მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

მსგავსი გაკვეთილები და შეხვედრები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203