ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრადიციული სტუმრობა თეატრში 
19-03-2024

„ხელოვნება ერთგვარი თერაპიაა. ხელოვნებისადმი სიყვარულის გაღვივება კი საშვილიშვილო საქმეა. ამ კეთილშობილურ საქმეს ერთნაირად ემსახურება სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“,- გვეუბნებიან ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა კულტურულ განვითარებასა და ხელოვნებისადმი სწორი დამოკიდებულების ფორმირებაზე ზრუნავენ. 

ტყიბულის N6 საჯარო სკოლა უკვე ტრადიციულად სტუმრობს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს.

ამჟამად VII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლს - „სიყვარული კუბოს ფიცრამდე“. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დატვირთული დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლას.

აქტივობა დაგეგმეს კლასის დამრიგებელმა, მირანდა სოფრომაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, დოდო ქათამაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203