
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIბ კლასის მოსწავლეებმა საგაზაფხულო არდადეგები საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
ერთ-ერთი დღე კი კულტურულ განვითარებას დაუთმეს.12 მარტს, მეექვსეკლასელები დამრიგებელ ირმა ქარქაშაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისში, კინოთეატრ Cinema Sakartvelo-ში, სადაც 3D ფორმატში ნახეს მულტფილმი „კუნგ ფუ პანდა 4“. ფილმმა ბავშვების მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს გელათის სამონასტრო კომპლექსი და ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ შინ.
იხილეთ ფოტოები: