ჭიათურის N2 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა სამხარაძე სამკვირიანი გაცვლითი პროგრამით აშშ-ში გაემგზავრება 
19-03-2024

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საერთაშორისო გაცვლით პროგრამა-პროექტებში. ამჯერად, ეს არის სამკვირიანი გაცვლითი პროგრამა ODYLP, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

აღნიშნულ პროექტში გაიმარჯვა  მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა სამხარაძემ და მას მიენიჭა ფინალისტის სტატუსი.

ლიდერობის პროგრამა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საქმეთა ბიუროს ინიციატივას წარმოადგენს, რომელსაც Legacy International ახორციელებს. პროგრამა აერთიანებს 15-დან 18-წლამდე დაახლოებით ოც მონაწილეს და ორ ზრდასრულ მენტორს (25 წლის და უფროსი ასაკის).

პროგრამა მოიცავს სამკვირიან საგანმანათლებლო ვიზიტს აშშ-ში და ორიენტირებულია მოსწავლეთა საზოგადოებრივ სამსახურში ჩართულობასა და მოხალისეობაზე, ლიდერული უნარების განვითარებაზე. 

პროექტი 4-დან 26 აპრილამდე გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203