
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
„დედის სიყვარული ჩაუქრობელი ლამპარია, რომელსაც ბნელი ღამის გათენებაც კი შეუძლია“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მეექვსეკლასელებმა დედეის დღე განსაკუთრებულად იზეიმეს.
4 მარტს, ქუთაისის N 19 საჯარო სკოლის პედაგოგმა - თამარ გაგუამ Vlბ კლასის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით (დამრიგებელი - მანანა ბაბუნაშვილი) წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია - „დედავ სიცოცხლის დიდო საწყისო“.
მოსწავლეებმა ემოციურად და მსმენელთათვის გულში ჩამწვდომად გადმოსცეს თავიანთი განცდები და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: