„თავისუფალი ქვეყნის შვილები“-ორლოვკის საჯარო სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა
28-05-2018
ორლოვკის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება „თავისუფალი ქვეყნის შვილები“ გაიმართა.
ხელმძღვანელები ამავე სკოლის მასწავლებლები, ილონა აკობია, ნანა ბაღიშვილი და ნინო ქერაშვილი გახლდნენ.
ღონისძიება დეკორაციის მრავალფეროვნებით და შემოქმედებით გამოირჩეოდა.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ეპიზოდი წარმოადგინეს: საქართველო წარმართულ ხანაში მზის კულტის დროს; მინისპექტაკლი ნოდარ დუმბაძის „მაინც რა არის სამშობლოს“ მიხედვით და სხვა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე სანახაობრივი და შემოქმედებითი აქტივობებით აღენიშნათ, მაყურებელს კი ესთეტიკური სიამოვნება მიეღო.
მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლის დირექტორს, არაქელ სეირანიანს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს