
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
დედის დღე, კი ის დღესასწაულია, რომლის აღნიშვნა ყველა ბავშვის გულზე გადის და ყველას ერთნაირად ახარებს.
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის Iბ კლასისთვის დღესასწაული დედებისთვის მიძღვნილი სიურპრიზებით სავსე დღე იყო.
მშობლებმაც და შვილებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს და შეძლეს მინიშნებებით ამოეცნოთ ერთმანეთი. დედიკოებს ლექსები წაუკითხეს და ულამაზესი ბარათებიც გადასცეს.
ბედნიერებით ბრწყინავდა ორივე მხარე. მასწავლებლის მიზანი, კი მოეწყო ერთი განსხვავებული დღე, მიღწეულია.
იხილეთ ფოტოები: