ქუთაისის N19 სკოლის მერვეკლასელმა ჯუნისი ცერცვაძემ კარატეში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
19-03-2024

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად სკოლაში მერვეკლასელი ჯუნისი (ჯუკა) ცერცვაძის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

მერვეკლასელმა საქართველოს ჩემპიონატზე კარატეში წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 

სკოლაში მოსწავლეს მიღწეულს ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ჯუკას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203