ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნიკალური ქართული ხელნაწერები დაათვალიერეს
19-03-2024

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ახლახან, VIII კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატო კუხიანიძე, დამრიგებელი ლელა მანჯავიძე) ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეისწავლეს პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი - „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ და ესტუმრნენ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას.

მე-8 კლასელებმა დაათვალიერეს ის უნიკალური, ფასდაუდებელი ხელნაწერები, რომლებიც ძირითადად შემოსულია გელათის, მოწამეთას, ბაგრატის, კაცხის, ჯრუჭის, თაბორის, სევას, ჭალატყის, ჭელიშის, ხონჭიორის, ვანის და სხვა ეკლესია-მონასტრებიდან. მათ შესახებ მოსწავლეებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია.

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობას ვუხდით ქალბატონებს ნონა ქარციძეს, ციცინო მუმლაძეს, ეკა ყელაურაძეს, ნინო კუხიანიძეს გულითადი, გულთბილი, საინტერესო მასპინძლობისთვის. მათ ჩვენს ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს ქუთაისის მეცხრამეტე საჯარო სკოლასა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის წლების მანძილზე არსებული საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა წარმატებით გრძელდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203