გუმათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს შემოქმედებითი ღონისძიება მიუძღვნეს
18-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ემსახურებოდა დედათა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს. ასევე „თეჯირის“ გამოყენებით მოაწყვეს ინსცენირება და თოჯინური სპექტაკლით მიულოცეს მათ გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაულები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203