თეთრიწყაროს N1 სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მე-2 ადგილი დაიკავეს
18-03-2024

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდის ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა სხვადასხვა კონკურსში ჩართულობასა და მიღწევებზე აისახება. 

16 მარტს, ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის? - ევროპის შესახებ“ რაიონული ტური, სადაც სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. 

შედეგების მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის გუნდმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მე-9 - მე-11 კლასის მოსწავლეები: მარიამ ჩოხელი, ანი ჩოხელი, რუსუდან სამხარაძე, ნიკოლოზ შავშიშვილი, ლუკა ქოჩორაშვილი, დავით ვარდიაშვილი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და საპრიზო ადგილის დაკავებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203