„მე მოხალისე ვარ, გახდი შენც“ - მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული მუხრანის N1 საჯარო სკოლაში 
18-03-2024
4 მარტიდან  ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში, სტარტი აიღო და წარმატებით განხორიელდა მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბ „ბურის“ ინიცირებული კვირეული სახელწოდებით - „მე მოხალისე ვარ, გახდი შენც“.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებს შეეხო, ასევე გაიმართა აქტიური მოხალისის - ზვიად ტატიშვილის პრეზენტაცია მეშვიდე კლასში.

ხალისიანად წარიმართა შეხვედრის დასასრულს გამართული დისკუსიაც.

აღსანიშნავია, კვირეულის ფარგლებში 7 მარტს მეათე კლასის მოსწავლის ზვიად ტატიშვილის გამართული ერთ-ერთი მეგობრული შეხვედრა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან, რომლებსაც ის მისალოცი ბარათების მომზადებაში დაეხმარა.

მოხალისეობის კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ საშუალო საფეხურის სხვა მოსწავლეებიც. მათ სკოლაში ინიციატივისა და გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203