ურავის საჯარო სკოლას კურსდამთავრებულმა საჩუქრად ახალი თაობის პროექტორები გადასცა
18-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც პედაგოგთა შრომასა და ამაგს არასდროს ივიწყებენ და სკოლის გულშემატკივრებად რჩებიან. 

მათ შორის აღსანიშნავია, ტარიელ ლობჯანიძე, რომელმაც სკოლას ახალი თაობის პროექტორი გადასცა. 

კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება, რაც სკოლაში ახარებთ და საჩუქრისთვის კურსდამთავრებულს მადლობას უხდიან. 

​„ურავის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ჩვენს კურსდამთავრებულს ტარიელ ლობჯანიძეს კეთილი საქმისათვის. მან ხეობის ორივე სკოლას საჩუქრად გადასცა ახალი თაობის პროექტორები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203