გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეება დედებს დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს
18-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

„დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის“- ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად დაწყებითი კლასის მოსწავლეთა წარმოდგენას, რომელიც მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა.

მოსწავლეებმა 3 მარტი, დედებს, ლექსებით, სიმღერებით და ქორეოგრაფიული ნომრებით მიულოცეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დღემ ძალიან ემოციურად და საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

თონისძიებას პედაგოგი მ.ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203