„როცა დედას უხარია“ - ახალბედისეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა 
18-03-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წამოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, ახალბედისეულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ღონისძიებას პატარები რუბრიკით - „როცა დედას უხარია“ შეუერთდნენ. ბავშვებმა მშობლებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს, დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და სკეტჩები გაითამაშეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203