ბარალეთის N2 საჯარო სკოლა დამოუკიდებლობის საიუბილეო დღემ წარმატებით ჩაიარა
28-05-2018
ბარალეთის N2 საჯარო სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო აღნიშვნას შეუერთდა.

100 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე სკოლის დირექტორი ნინელი ანანიაშვილი სიტყვით გამოვიდა. მან დამსწრეებს 26 მაისი მიულოცა და ქვეყნის განვითარებისთვის თავისუფლების როლზე ისაუბრა.   

შეხვედრა  მე - 10  და  მე - 11 კლასის  მოსწავლეებმა გააგრძელეს. 

მათ ისტორიული ფაქტები გაიხსენეს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.   

დღემ წარმატებით ჩაიარა.    

თითოეული მონაწილის გულში სამშობლოს სიყვარული კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.

ღონისძიებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203