ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო მასტერკლასს დაესწრნენ
18-03-2024
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

„Key Consulting-ის ორგანიზებით 16 მარტს ქუთაისში, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“-ში, გაიმართა მოსწავლეთა მასტერკლასი, რომელშიც ქუთაისის  №4 საჯარო სკოლის VI  (კლასის ხელმძღვანელი ხათუნა გორგოძე) და  IX (კლასის ხელმძღვანელი მაკა გუბელაძე) კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, მათში ისეთი უნარების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა ემპათია, კომუნიკაბელურობა, თავდაჯერებულობა, მოტივირებულობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროეტის პარტნიორია Key Consulting-ის ლიდერთა სკოლის წარმატებული პედაგოგი მაია ჟვანია. 

ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგსა და მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203