კალინინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიზნესფორუმზე საინტერესო პროექტი წარადგინეს
18-03-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

ამჯერად, მოსწავლეები საინტერესო პროექტით -  „სახელმწიფო ენა განვითარებისთვის“, სკოლა-ბიზნეს ფორუმზე წარდგნენ. 

მოსწავლეებმა ამომწურავად იმსჯელეს თემის ირგვლივ, განსაზღვრეს პროექტის მიზანი, არსი და მნიშვნელობა, აღნიშნეს თუ რამდენად აუცილებელია სახელმწიფო ენა განვითარებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ პროქტის მიზანი, სასკოლო საზოგადოებისა და თემის გაერთიანებაა, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. 

პროექტი მოსწავლეებმა: ლაალე მამედოვმა და ვუსალ ახმედოვმა, მასწავლებლების: ნინო ბუთურიშვილისა და ნაირა მუსაევას ხელმძღვანელობით წარადგინეს. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203