ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს 
18-03-2024

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების განწყობის ამაღლებას, მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გახალისებას

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც ბავშვები დიდი სიამოვნებით ერთვებიან. 

ამჯერად, დედებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს  მე-3 კლასის მოსწავლეებმა, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შექმნეს დედის პორტრეტები და მისალოც ბარათებთან ერთად, დედიკოებს მიართვეს, რამაც დღე მეტად ემოციური და დასამახსოვრებელი გახადა. 

„როგორც გაზაფხული იწყება მარტით, ისე თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლე იწყება დედით. დედა ყველაზე ტკბილი სიტყვაა, რაც კი ოდესმე წარმოუთქვამთ ჩვენს ბაგეებს“, - ეს სიტყვები, ლაიტმოტივად, გასდევდა ღონისძიებას, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203