
15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს საზეიმოდ აღნიშნავს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ხონის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელ ალისა ჩარკვიანთან ერთად, ხონის სამხედრო ბაზას ეწვივნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენილი სამხედრო ტექნიკა, სამკითხველო ბიბლიოთეკა, მუზეუმი, სპორტული მოედანი, ტრენაჟორების დარბაზი და სხვადასხვა გასართობ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივომა მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„ბავშვებს გულთბილი მეგზურობა გაუწია ბატონმა გელა ტრაპაიძემ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. მე-11 კლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ დღევანდელ დღეს მიღებული ემოციები და შთაბეჭდილებები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: