
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა ხორციელდება, რომელშიც ჩართულია სრულიად სასკოლო საზოგადოება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა მოსწავლეთა თვითმმართველობა.
ამჯერად, თვითმმართველობის წევრების ინიციატივითა და სკოლის დირექტორის - ლია ჩიხლაძის ხელმძღვანელობით, 14 მარტს მდინარის დაცვის საერთაშორისო დღეს, დასუფთავდა ხონის მუნიციპალიტეტში არსებული მდინარე ცხენისწყლის სანაპირო ზოლი.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს მოფრთხილება და მასზე ზრუნვა.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
14 მარტი მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ეძღვნება მდინარეების გადარჩენას და მდინარეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები: