ქუთაისის N19 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა დედებს ზღაპრული ღონისძიება მიუძღვნეს
18-03-2024
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები აქტიურად იმართება.

ამჯერად, დაუვიწყარი და ემოციური ღონისძიება სკოლის III კლასში, რომლის დამრიგებელი ნინო ჯავახაძე, ხოლო ინგლისურის პედაგოგი თამილა ფურცხვანიძე გახლავთ, დედის დღეს მიეძღვნა.

„ღონისძიების ყველაზე თბილ თემას - დედაშვილობას, მის არსსა და მნიშვნელობას სამყაროში, ეძღვნებოდა, რომელსაც ვერ ერევა ვერაფერი“,- ამბობენ სკოლაში.

ზეიმზე, მოსწავლეები ღირსეულად წარდგნენ მაყურებლის წინაშე. მათ ლექსები წაიკითხეს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, შეასრულეს მუიკალური ნომრები და საბოლოოდ დაასაჩუქრეს დედიკოები ხელნაკეთი მისალოცი ბარათებითა და ყოჩივარდებით.

ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203