ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლის II ა კლასში, გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი, დამრიგებელ ეკა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით, იზეიმეს.
დამრიგებელმა და ბავშვებმა დედებს დაუვიწყარი გაკვეთილი მიუძღვნეს.
„სკოლაში, სიყვარულის და ემოციების ზეიმი იყო“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, დედები თბილი, სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით დაახასიათეს და ასე მიულოცეს მათ 3 მარტი.
„გაკვეთილის მიზანი - დედებისათვის სიხარული და ბედნიერება მიენიჭებინა მასწავლებელს მათ შვილიკოებთან ერთად, მიღწეულია, რამაც მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: