
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უანრების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით - „8 მარტი“, რომელიც ეძღვნებოდა ქალთა საერთაშორისო დღეს.
ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პატარებმა ხალისით გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები: მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას კი ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების დამრიგებლები - კატია პოღოსიანი, ჯულიეტტა იორდანიანი, ნეკტარ კარაპეტიანი და რეპსიკ კარაპეტიანი, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ნორაირ აკოპიანი, რომელმაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისთვის.