საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ახალგაზრდულ სივრცეში საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
18-03-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, არაერთი შეხვედრა და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის ახალგაზრდულ სივრცეს ეწვია დავით ესათია, რომელიც გახლავთ საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. ახალგაზრდული სივრცე შექმნილია იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბაზაზე.

აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა იყო - ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, გიორგი საცკოვი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, მოსწავლეები და პედაგოგები.

მოსწავლეები თემის გარშემო საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის EU4Youth პროგრამის ფარგლებში. ხოლო შეხვედრის ინიციატორია EU4Youth Alumni Network-ის პროგრამის წევრი, ირინა მიქავა, ინიციატივის განხორციელება კი შესაძლებელი გახდა სამოქალაქო განათლების კლუბ „ცვლილებების პიკთაჯ“ თანამშრომლობით“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203