„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
19-03-2024

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზე გადიან და მნიშვნელოვან, მსოფლიო დონის ღონისძიებებში მონაწილეობენ. 

ახლახან, ქართულ-ამერიკული და ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეები სიტყვით გამოვიდნენ გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე. ახალგაზრდებმა თანამედროვე გლობალური გამოწვევების კონტექსტში ჯანდაცვის, ეკონომიკის, ეკოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების საკითხებზე ისაუბრეს.

სესია აქტიური დებატებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.

ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დელეგაცია ნიუ-იორკში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური მოდელირებული ღონისძიებაა.

მას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საშუალო და უმაღლესი სკოლებიდან 5 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203