სამების საჯარო სკოლაში დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება შეძახილით დასრულდა
28-05-2018
წალკის, სამების საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირეული კვირეული გრძელდება. 

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ღინისძიება ჩაატარეს. სკოლის აღსაზრდელებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მქუხარე შეძახილით - „ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს“ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ კვირეული ფილმის ჩვენებით დაიწყო. მე-9 კლასის მოსწავლეებმა რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ნახეს. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ვიდეოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203