
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს მოწყობას, მათი განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გახალისებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, დედის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და კლასის დამრიგებლებთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძიება შესთავაზეს.
ფერადად მორთულ სცენაზე, საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა დედებს მხატვრულად წაუკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და მშობლებს ეს დღე ემოციური სიტყვებით მიულოცეს.
როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება სიყვარულითა და სითბოთი სავსე იყო, მან უემოციოდ არავინ დატოვა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: