ქუთაისის N40 სკოლის მე-6 კლასელთა იდეურად და ემოციურად დატვირთული ღონისძიება და მათი დებატებით მოხიბლული სასკოლო საზოგადოება 
19-03-2024
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განათლების ხარისხზე აისახება. 

4 მარტს, სკოლის მე-6 (კლასის ხელმძღვანელი: დარეჯან ნემსაძე) კლასის მოსწავლეთა ისტორიაში, კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო, თბილი და ღირსშესანიშნავი ფურცელი ჩაიწერა - უჩვეულო, იდეურად და ემოციურად დატვირთული...ღრმაშინაარსიანი...

მოსწავლეებმა, მშობლიური ენისა და ლიტერატურისა პედაგოგის - ვალიდა კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...

მოსწავლეთა შემოქმედებითობამ, ლოგიკურმა მსჯელობამ მოხიბლა დამსწრე საზოგადოება - სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე ია ჩინჩალაძე, კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ნემსაძე და მოსწავლეთა მშობლები.

„ეთერისა და აბესალომის ტრაგიკულმა, მაგრამ ამაღლებულმა და ღვთაებრივმა სიყვარულმა, ასაკის მიუხედავად, უცნაურად აამეტყველ-ააჭიკჭიკა სიყვარულით ფრთაშესხმული ნორჩები...ღალატი, ორგულობა, სულგაყიდულობა, „მურმანისეკლობა“ ხომ მიუღებელი და ადამიანურობასთან შეუთავსებელი ცნებებია...პატარების თამამმა და აზრიანმა შეფასებებმა, მსჯელობის, კრეატიულობისა და შემოქმედებითი უნარების მაქსიმალურად ჩვენება-გამოვლენამ კი აღაფრთოვანა როგორც მშობლები, ასევე სკოლის დირექტორი ქ. ნინო ვარდოსანიძე, რომელმაც ალალად აღნიშნა, რომ ასეთი თამამი მსჯელობა, ალბათ, მეექვსე კლასელებს კი არა, მე-10-მე-11 კლასელებსაც კი გაუჭირდებოდათ... თავისი აღტაცება არ დაუმალავს კლასის ხელმძრვანელს - დარეჯან ნემსაძეს, რომელიც კმაყოფილი დარჩა მოსწავლეთა მაქსიმალური აქტიურობითა და ჩართულობით... დაბატები დაგვირგინდა ზღაპართან -  „ეთერიანი“ დაკავშირებული საანკეტო კითხვარის შევსებით... გოგლა ლეონიძის უკვდავი სიყვარულის საგალობლის -  „ყივჩაღის პაემანის“ ბადაგივით დამტკბარ-დამთბარი სტრიქონები კი „საუკუნო საგზლად“ გაიყოლეს ნორჩებმა...

შეიძლება ამაყად ითქვას: „კაცობრიობა რომ არ დაბერდეს“...ჩვენდა იმედად...თამამად მოდიხართ თქვენ მომავლიდან!“- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა მიღწევები განსაკუთრებულად ახარებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203