
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
სკოლის 15 მოსწავლე ცხელი და ცივი უალკოჰოლო სასმელების მომზადებას სწავლობს.
პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში, მოსწავლეები დაეუფლნენ რძის ამოყვანასა და ყავა „კაპუჩინოს“, მომზადების ტექნოლოგიას, დიდი ინტერესით ჩაერთნენ სამუშაო პროცესში და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სწავლება პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო პროგრამის - მომსახურების სერვისი სარესტორნო სფეროში (მიმტანი- ბარისტა) ფარგლებში მიმდინარეობს.
პროგრამა კი, კოლეჯ - „ბლექსის“ და პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
იხილეთ ფოტოები: