თბილისის N46 საჯარო სკოლა ძველი თბილისის რაიონულ კონფერენციაზე საინტერესო პროექტით წარდგა 
18-03-2024

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო სფეროს სიახლეებს, მიღწევებსა და გამოწვევებს წარმატებით უწყობს ფეხს. 

16 მარტს, სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ძველი თბილისის რაიონულ კონფერენციაში, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებს შორის სწავლება-სწავლის და სკოლის მართვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

კონფერენციაზე - „მოსწავლეთა მიღწევებზე ასახული მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება და საქმიანობა III“, სკოლამ წარადგინა საინტერესო პროექტის ამსახველი ფოტომასალა. პროექტის პრეზენტაცია მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. სკოლის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოება საინტერესო აქტივობებში ჩართეს. 

„დამსწრე საზოგადოებას, მეორადი მასალით, დავამზადებინეთ ხელნაკეთი ჭადრაკის ფიგურები“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტმა დიდი მოწონება და სკოლის სტენდთან ხალხმრავლობა გამოიწვია.

„მადლობა, ორგანიზატორებს, ჩვენი სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს,“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203