ქუთაისის N40 სკოლის მეათეკლასელებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე შემეცნებითი პრეზენტაციები გამართეს
18-03-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებითა და პრაქტიკული დავალებებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მათ დაინტერესებასა და აქტიურობას იწვევს. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე, წარადგინეს პრეზენტაციები პლასტიკური და ენერგეტიკული ცვლების თვალსაჩინო მაგალითებზე, უჯრედულ სუნთქვასა და ფოტოსინთეზზე.

გაკვეთილს მასწავლებელი სოფიო გველესიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა შეძლეს პლასტიკურ და ენერგეტიკულ ცვლებში მსგავსება - განსხვავებების დადგენა მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებში.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ: მეტაბოლიზმი ქიმიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც მიმდინარეობს ცოცხალი არსების ორგანიზმში. ეს პროცესი ორგანიზმებს საშუალებას აძლევს გაიზარდონ და გამრავლდნენ, თავიანთი სტრუქტურა შეინახონ და აღადგინონ და უპასუხონ გარემოს ზემოქმედებებს. ჩვეულებრივ მეტაბოლიზმი იყოფა ორ ჯგუფად: პლასტიკურ და ენერგეტიკულ ცვლად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203