ციხისძირის საჯარო სკოლის კინოკლუბ „ილუზიონში“ მორიგი საინტერესო ფილმის ჩვენება-განხილვა მოეწყო
18-03-2024

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის კინოკლუბ „ილუზიონში“, რომლის მეურვე დალი თურმანიძეა საინტერესო ფილმების ჩვენება ეწყობა.

ამჯერად, CineDOC-ის სკოლის პროგრამის ფარგლებში, მორიგი გაერთიანებული შეხვედრა შედგა, სადაც მოსწავლეებმა ფილმი „ჩვენ კი იმიტომ ვართ, რომ გავზარდოთ“ ნახეს. 

კინოჩვენებას დაესწრნენ სტუმრები, პროექტის ხელმძღვანელები: არჩილ ხეთაგური და ილეანა სტანკულესკუ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის კინოკლუბის მეურვე მასწავლებელი ნატო შაინიძე.

„And we are here to raise them/ჩვენ კი იმიტომ ვართ, რომ გავზარდოთ“ - არის დოკუმენტური ფილმი  მახო ბერძენიშვილის რედაქტირებული და შემუშავდა 2022 წელს ახალგაზრდული დოკუმენტური ფილმების კოპროდუქციის ვორქშოფის ფარგლებში“, - გვეუბნებიან სკოლასი.

მოსწავლეებმა აირჩიეს ფილმი, მოამზადეს დისკუსია, თანატოლებთან ერთად გააანალიზეს თითოეული სცენა და შეადარეს სხვა დოკუმენტურ ფილმებს CineDOC-ის სკოლა პროგრამიდან.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს შორის, მიზანმიმართული, ინტერაქტიული და ღრმა დისკუსია გაიმართა ოჯახზე, დანაკარგზე, ცხოვრებაში უფრო შორს წასვლის სიმამაცის შესახებ.

„მადლობა მოდერაციისთვის: ელენე ჯინჭარაძეს და გვანცა კაჭახმაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი შეხვედრები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203