ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარაზეს
18-03-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდნენ, რომელიც 16 მარტს ასპინძის საჯარო სკოლაში ჩატარდა ევროკავშირის ეგიდით.

აღსანიშნავია, რომ მასში ასევე მონაწილეობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები. კონკურსზე ხიზაბავრის საჯარო სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

თამაშის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სხვადასხვა საჩუქარი ევროკავშირის სიმბოლოებით. გუნდის ხელმძღვანელი ლ.მურადაშვილი გახლდათ.   

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და მათ მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203