ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო ნოღის საჯარო სკოლაში
18-03-2024

აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - მაია ლორიამ და ნათელა ბრეგაძემ ჩაატარეს ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო.

ანა კალანდაძე ქართული პოეზიის მშვენებაა. მას დამსახურებულად უწოდეს „პოეზიის დედოფალი“. 11 მარტს 15 წელი გავიდა პოეტის გარდაცვალებიდან. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად მოეწყო სკოლაში  ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის იყო.

კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტ ანა კალანდაძის ულამაზესი ლექსები. ჟიურიმ შეაფასა ლექსების წაკითხვის სილამაზე და გამოავლინა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებმაც დაიკავეს 1-ლი, მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილები.

პოეზიის საღამო გაალამაზა ვიდეორგოლებმა, რომლებიც ასახავდნენ ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოწაფეებმა მოისმინეს პოეტის მიერვე წაკითხული საკუთარი ლექსები.

„პოეზიის დედოფლის“ რამდენიმე ლექსზე მუსიკა შექმნეს კომპოზიტორებმა. მუსიკისა და სიმღერების ჯადოსნურმა ხმებმა დაატკბო გარემო. პოეზიის საღამო შემეცნებითი ხასიათისა იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203