
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გახალისებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა და რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა დედიკოებს შთამბეჭდავი სანახაობა მიუძღვნეს, მხატვრულად წაუკითხეს ლექსები, გაითამაშეს პიესები და წარადგინეს სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა?!“.
„ღონისძიება საოცრად თბილი და შთამბეჭდავი გამოვიდა“, - ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას, რომელმაც დამსწრე საზოგადოება ემოციებით აავსო.
იხილეთ ფოტოები: