„დედამიწა ჩემი სახლია“ - კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილი
18-03-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის რუსული ენის წამყვანმა მასწავლებელმა - მარინა ლაფაურმა V კლასში განახორციელა პროექტი - „დედამიწა ჩემი სახლია“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ემსახურებოდა მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების, თემის ცნობიერების ამაღლებას გლობალური დათბობის საფრთხეების შესახებ და გარემოს დაცვის, მასზე ზრუნვისა და მოფრთხილების მნიშვნელობის გააზრებას. 

„ამით პროექტი გავიდა მდგრადი განვითარების მე-17 მიზნებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეიტანეს გარკვეული წვლილი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან ტექნოლოგიების მასწავლებელს - დავით თედეიშვილს და კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო მელქოშვილს.

აღსანიშნავია, რომ კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203