„კომპიუტერი და მისი ფუნქციები“ - ნოღის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
18-03-2024
აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა თამუნა ქორიძემ განახორციელა პროექტი თემაზე - „კომპიუტერი და მისი ფუნქციები“.

პროექტში მონაწილეობდნენ V-VI კლასის მოსწავლეები. მათ პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს სხვადასხვა თემები:

1) როგორ შეიქმნა კომპიუტერი - ბარბარე გრიგოლია;

2) კომპიუტერის ძირითადი ნაწილები - ილია გოგიტაური;

3) როგორ შეიქმნა ინტერნეტი - მარიამ ხუნწარია;

4) რა არის საძიებო პროგრამა და როგორ გამოვიყენოთ იგი - გიორგი შანიძე;

5) ელ.ფოსტა - ანდრია ძნელაძე;

6) როგორ დავიცვათ პერსონალური ინფორმაცია - ანამარია ძნელაძე;

7) კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეები - ანანო ბოცვაძე;

8 ) 1-ელი პროგრამისტი ქალი - ბარბარე მამარდაშვილი.

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა და დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. 

აღსანიშნავია, რომ ნოღის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203