„ქალი, დედა და გაზაფხული“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება 
18-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და მათ განწყობაზე ზრუნვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, მათ შორის კი, აღსანიშნავია გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი წარმოდგენა მე-2 კლასში. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა, გაზაფხული, დედის დღე და 8 მარტი ერთად აღნიშნეს, ღონისძიებით - „ქალი, დედა და გაზაფხული“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა საოცარი არტისტიზმით წაიკითხეს ლექსები და ჩანახატები, მოეფერნენ საყვარელ მასწავლებლებს და დედებს, რომლებიც ღონისძიებაზე იყვნენ მიწვეულნი.

მოსწავლეებმა, საკუთარი ხელით დაამზადეს ღია ბარათები და სასკოლო საზოგადოებას ყვავილები მიართვეს - დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მათგანისთვის. 

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ნატო თურმანიძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203