ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა 34 ახალი კომპიუტერით აღიჭურვა
18-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების შეთავაზებას. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სკოლა 34 კომპიუტერით აღჭურვა. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ თანამედროვე განათლების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლოგიური ინოვაციები დღევანდელ სკოლებში, რაც  ამრავალფეროვნებს საგაკვეთილო პროცესს, მას საინტერესოს და შთამბეჭდავს ხდის - სიახლემ კი სკოლაში დიდი სიხარული გამოიწვია. 

ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ინფორმაციულi საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის - ქეთევან ღლონტის საქმიანობა, რომელიც მუდმივად ზრუნავს ახალი მეთოდების დანერგვაზე.

პედაგოგმა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, არაერთი პროექტი განახორციელა.

მათ შორის კი, აღსანიშნავია დედის დღესთან დაკავშირებული აქტივობები, რომლებზეც მოსწავლეებმა ახალი კომპიუტერების გამოყენებით იმუშავეს.

პატარებმა, საინტერესო მისალოცი ბარათები და ვიდეორგოლები შექმნეს, ასევე მათი ნამუშევრების პრეზენტაციები გააკეთეს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203