
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა მეგობრული შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში გოგონებსა და ბიჭებს შორის, სადაც ერთმანეთს გაეჯიბრნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის,სპასოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბატონ ავთანდილ ვანაძის ხელმძღვანელობით და საბეჭისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბატონ რამაზ ხინიკაძის ხელმძღვანელობით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდური თანრიგით.
შეჯიბრი საინტერესოდ წარიმართა, საბოლოოდ კი მეგობრობამ და სპორტულმა ჯანსაღმა სულმა გაიმარჯვა, რაც როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დამეგობრებას და ჯანსაღად აღზრდას, შემდეგში კი, მათ დაეხმარება დიდ შეჯიბრებებზე წარმატების მიღწევაში.
იხილეთ ფოტოები: