
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
შესაბამისად სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდა.
სკოლის უფროსკლასელებმა პატარებს წაუკითხეს წიგნები და ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს.
ასევე, სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ თბილისის N173 საჯარო სკოლის მომავალი მოსწავლეები, 190-ე ბაღის აღსაზრდელები.
დირექტორმა - ლია თუშურმა მათ ბიბლიოთეკის დანიშნულება გააცნო. პატარებს პედაგოგებმა წაუკითხეს მათი საყვარელი ზღაპრები.
ასევე, სკოლის ნიჭიერმა ბავშვებმა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და საოცარი სანახაობა აჩუქეს პატარებს.
ღონისძიება პედაგოგ მაია ნანავას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები: