
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამიტომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება, რაც ბავშვების ინტერესებზე აისახება.
22 თებერვალს, პირველკლასელებს საბავშვო მწერალი ვასილ გულეური ეწვია. მწერალმა მოსწავლეებს საკუთარი ლექსები და წიგნიდან ნაწყვეტები წაუკითხა, ასევე წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მწერალმა სკოლის დირექტორ ლია თუშურთან ერთად საოცარი დღე აჩუქა ბავშვებს და წიგნის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა.
„ჩვენმა პატარებმა მოისმინეს და წაიკითხეს ლექსები, ახლოს გაიცნეს საყვარელი მწერალი. ეს დღე მათ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. კიდევ ბევრ საინტერესო და ლამაზ დღეს ჰპირდება ჩვენი სკოლა თავის აღსაზრდელებს!“, - გვეუბნებიან სკოლაში.
პირველკლასელთა დამრიგებელი მაია ნანავა გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავს.
იხილეთ ფოტოები: