
ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
საზეიმოდ მორთულ სცენაზე, მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს, დამსწრე საზოგადოებას ლექსები მხატვრულად წაუკითხეს და დღესასწაული ქალბატონებს ემოციური სიტყვებით მიულოცეს.
დღე შთაბეჭდილებებით სავსე, დასამახსოვრებელი და ხალისიანი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: