საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის X კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
19-03-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ახლახან თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის X კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნათია პაპინაშვილი) სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მათ მოინახულეს ისტორიული არმაზის ციხის კომლექსი და მცხეთის ბეთლემად წოდებული წმიდა ნინოს კლდეში გამოკვეთილი სამლოცველო. ისინი ასევე ესტუმრნენ წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერს ქოშიგორაზე.

მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის დამრიგებელი და საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე, რომელმაც მოსწავლეებს ზემოაღნიშნული იტორიული ძეგლების შესახებ მოუთხრო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203