საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის VI კლასის მოსწავლეები თეატრს ესტუმრნენ
18-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო, რომელიც მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, კულტურულ განვითარებასა და თეატრალური ხელოვნებისადმი დამოკიდებულების ფორმირებასა მიეძღვნა.

კლასგარეშე აქტივობების ფარგლებში თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმ. სოლომონ მეორის სახელობის VI კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი იოსებ აფაქიძე) იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე სახელწოდებით - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“...

მოსწავლეებმა სცენაზე იხილეს შესანიშნავი ქართველი მწერლის - ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების გაცოცხლებული გმირები და შთაბეჭდილებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გიმნაზია მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების სასწავლო- შემეცნებითი თუ გასართობი უნარების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203